აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ომი დასრულებისთვის ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა სურს.
"ორივეს გვსურს ამის დასრულება და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, ის სამართლიანი უნდა იყოს და, ვფიქრობ, ის სწორ დროს მოხდება. ზელენსკის სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრება. ახლა კამპანიაში ვარ, ასე რომ, ამ მომენტში ამ მიმართულებით ბევრ რამეს არ ვაკეთებ…
მჯერა, რომ თუ მოვიგებ, ომის ძალიან სამართლიანი დასასრული გვექნება. საკმაოდ სწრაფი შეთანხმება. ჩემი იდეები მაქვს, და დარწმუნებული ვარ პრეზიდენტს თავისი იდეები აქვს, მაგრამ ეს სამართლიანი უნდა იყოს", - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა.