აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ქვეყანას ჭკვიანი პრეზიდენტი ჰყავს.
"ჩვენ გარე მტრები გვყავს - ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა.. მაგრამ ისინი მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩინეთმა ასობით მილიარდი აშშ დოლარი გადაგვიხადა, ისინი ჩვენს ქვეყანას პატივს სცემდნენ", - თქვა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოაგვარებს. მისივე თქმით, ამის გაკეთება თეთრ სახლში შესვლამდე შეუძლია.