დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი 27-წლიან საპარლამენტო კარიერას ასრულებს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ტერეზე მეი პარლამენტში მეიდენჰედის ოლქიდან 1997 წელს აირჩიეს. 2016 წელს კი პრემიერმინისტრი გახდა, როდესაც ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ დეივიდ კემერონი გადადგა. მეის მთავარი გამოწვევა ბრექსიტის დასრულება იყო, თუმცა სამი წლის შემდეგ ისე გადადგა, რომ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. მას რამდენჯერმე გამოუცხადეს უნდობლობის ვოტუმი, რომელიც ყოველ ჯერზე დაძლეულ იქნა.
პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ მეი დარჩა პარლამენტში, როგორც სამხრეთ ინგლისში საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი. თუმცა პარასკევს მან აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა თანამედროვე მონობასა და ადამიანების ვაჭრობასთან ბრძოლაში სულ უფრო მეტ დროს მოითხოვს.
"ამის გამო, დიდი ფრთხილი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებდი ჩემი სამუშაოს შესრულებას დეპუტატის რანგში ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად და როგორც ამას ჩემი ამომრჩეველი იმსახურებს", - აღნიშნა მან ადგილობრივ გაზეთთან საუბრისას.
მეი კონსერვატიული პარტიის უკვე 63-ე დეპუტატია, რომელმაც განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.