ფორმულამ მარნეულში ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმის მასალები მოიპოვა.
მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებს 53 წლის კაცის მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდათ. საქმის მასალებში არსებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტაქსის მძღოლი სილიკონის ტროსითაა გაგუდული.
ფორმულამ მოიპოვა ბრალდებული ძმებ აბასსოვების დიალოგი. მათ სატელეფონო მიმოწერა ავტომობილში ყოფნის დროს ჰქონდათ.
ნიჯათა აბბასოვი: გაჩუმდი, მე მივხედავ
ამი აბბასოვი: კარგი
ნიჯათა აბბასოვი: მთავარია, არ შეგეშინდეთ
ამი აბბასოვი: გიჟი ხარ, მკიდია
ნიჯათა აბბასოვი: რომ იცოდეთ, მე ამ კაცს ვკლავ
ამი აბბასოვი: როგორ მოხდება, ადგილები სად შევიცვალოთ
ნიჯათა აბბასოვი: გაჩუმდი, ამ წამს ამის ყელის გამოჭრა მინდა
ამი აბბასოვი: მიდი ჩემი ძმა, დედა ვუტიროთ
ნიჯათა აბბასოვი: ყოველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს მანქანის ქირით ფულს ურიცხავს, ვკითხე და მითხრა
ამი აბბასოვი: ძალიან კარგი
ნიჯათა აბბასოვი: მოკლედ, სამი დღე დრო გვაქვს ამ მანქანის დასაშლელად
ამი აბბასოვი: დღეს რა დღეა
ნიჯათა აბბასოვი: ჯერ ორი დღე გაქვს
ამი აბბასოვი: ერთი დღეც საკმარისია
ნიჯათა აბბასოვი: მანამდე ვიცი კაცი, რომელიც ჯიპიარესს გააუქმებს
ამი აბბასოვი: დღეს ჩვენ სამივეს სამი გოგო გვინდა, რომ ვიგულაოთ
ნიჯათა აბბასოვი: რა თქმა უნდა, ერთი დღეც საკმარისია
ამი აბბასოვი: ვგულაობთ
ნიჯათა აბბასოვი: მაგიტომაც გეუბნები, რომ ჭკუა გაკლია
ამი აბბასოვი: რატომ?
ნიჯათა აბბასოვი: მანქანის დაშლა გვჭირდება, კაცს გამოვიძახებ, ჯიპიარესი მოაშოროს და მერე პირდაპირ ბათუმში წავიდეთ
ამი აბბასოვი: ეგეც შეიძლება, შევეშვათ ტელეფონით მიწერას და მძღოლს ელაპარაკე.
ნიჯათა აბბასოვი: ჩვენთვის ვიძახი, რომ ყველაფერი კარგად შევასრულოთ, სუფთად გამოგვივიდეს
53 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული ძმები აბასსოვების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მათ პატიმრობა შეეფარდათ.
ისინი 23 მაისს დაკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს, ცხედარი ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ავტოფარეხში მანქანის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
კიდევ ერთი ბრალდებული, როიალ თედიევი ამ დრომდე იძებნება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.