სუს: აიდაჰოს შტატში ძებნილი პირი ბათუმში დავაკავეთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პროკურატურასთან თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობით, ბათუმში სპეცოპერაცია ჩაატარეს და აშშ–ის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის საქმეზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება.
"ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა. დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით", – წერს სუს.