სუნაკი ზელენსკის: თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის

თქვენ ხართ პირველი ლიდერი, რომელსაც მე, როგორც პრემიერი ჩექერსში ვიღებ. ადგილი, სადაც ვდგავართ ისტორიულია. სწორედ ამ ოთახიდან ჰქონდა ჩერჩილს მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ცნობილი გამოსვლა. ზუსტად ასევე დღეს, თქვენი ლიდერობა, თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად.

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

დღეს ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს ხვდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში, ბერლინსა და რომში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ლიდერებთან გამართა შეხვედრები.