სუნაკი: ვერც ერთი არმია შეძლებს დაამარცხოს თავისუფალი ხალხის ნება, უკრაინა გაიმარჯვებს

დღეს ჩვენ ვხვდებით უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ მომენტს და როგორც ყოველთვის, კონფლიქტის დროს, რთული მომენტები იქნება შემდგომაც, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება. საბოლოოდ, ისტორია გვეუბნება, რომ დემოკრატიები, რომლებიც უძლებენ, ყოველთვის გაიმარჯვებენ. პუტინი ვერ გაიგებს, რომ შენობების განადგურების მიუხედავად, ვერც ერთი არმია ვერასდროს შეძლებს დაამარცხოს თავისუფალი ხალხის ნება და სწორედ ამიტომ გაიმარჯვებს უკრაინა.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.