დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება.
ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
"უკრაინა არასოდეს იქნება მარტო. პუტინმა, შესაძლოა, იფიქროს, რომ [ომი] დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ის ცდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით დღეს, ხვალ და რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
თუ ახლავე უკან დავიხევთ, ჩვენ გავამხნევებთ არამხოლოდ პუტინს, არამედ მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეაში, ირანში და სხვაგან. ამიტომაც გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს", - თქვა სუნაკმა.
ამასთან, გუშინ ბრიტანეთმა უკრაინას 2,5 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.