სუნაკი: ისრაელის გვერდით ვდგავართ დღეს, ხვალ და ყოველთვის

თქვენთან ერთად ვდგავართ მწუხარების ჟამს, როდესაც სრულიად ამაზრზენი ტერორისტული აქტის მსხვერპლს ვგლოვობთ. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ჰამასს, პასუხისმგებელნი არიან ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან მებრძოლები, ისინი ტერორისტები არიან. მათი ბარბაროსული ქმედებები ბორიტების აქტებია. ამ მოვლენებში არ არსებობს ორი მხარე, არ დგას ბალანსის საკითხი. ჩვენ ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელის გვერდით ვდგავართ დღეს, ხვალ და ყოველთვის.

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.