სტრატეგია აღმაშენებელი მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას ერთობაზე, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ახლა აუცილებელია, რომ ოპოზიციამ ერთობა აჩვენოს.
"სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას.
დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე. ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. რუსული რეჟიმი ლუსტრირებულია, ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება" - ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებაში.
ლელო გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.
პარტია აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს ურთიერთთავდაუსხმელობისკენ.
ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და თქვეს, რომ ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროევროპული და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.
პარტიაში საქართველოსთვის აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ ნებისმიერ პლატფორმასთან, სადაც აუცილებელი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაცვა.