სტრასბურგსა და ზაარბრიუკენში საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, რუსული კანონის მიღება იზოლაციას და მტრის წინაშე პირისპირ, პარტნიორების გარეშე დარჩენას გამოიწვევს.
დღეს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში გაიმართება. აქცია 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.