წყლის არხის რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ყვარელში სტიქიის შედეგები ასეთი მძიმე არ იქნებოდა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და სტიქიისგან წარმოქმნილი პრობლემების ერთ ნაწილს სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების გულგრილობას უკავშირებს. სოფელ გავაზში სახლების პირველი სართული დაიტბორა. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.