![ჰიპერი: დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმა [EU-ის] ელჩზე](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/25b53f84-3b3c-4c86-98ea-5d5b5cf362e3.jpg)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 4 ადამიანი.
ამ დროისთვის მაშველები 5 ადამიანს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიწის მასისგან ტერიტორიის 70%-ია გასასუფთავებელი.
უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.