სოფელ ინგირში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

სოფელ ინგირში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ინგირში. გზის სავალი ნაწილის გადაკვეთისას მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა.

ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, შედარებით მძიმე მდგომარეობა აქვს დედას, თუმცა მათ სიცოცხლეს საფთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.