სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სლოვაკეთი აღარ დაადებს ვეტოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს.

ამის შესახებ 17 ივლისს ღამით სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ Facebook მიმართვაში განაცხადა.

მან თქვა, რომ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს სანქციების მე-18 პაკეტს და განმარტა, რომ სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება, დააზიანებს სლოვაკეთის ინტერესებს.

სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი 6-ჯერ დაბლოკა, ახლა კი რობერტ ფიცო ამბობს, რომ პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობითი გარანტიები გაუგზავნა, რომელიც გაზის შესაძლო დეფიციტს და ფასს ეხება.