შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზის 2 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზის 2 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, გზა ორივე მხრიდან დაკეტილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.