შსს-მ კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

შსს-მ კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.

როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება ცესკოს მომართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრის, დავით კირთაძის სიტყვით გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კალანდარიშვილმა კირთაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. კალანდარიშვილი ამბობდა, რომ კირთაძის გამოსვლა შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდებოდა და მან 2-წუთიანი რეგლამენტიც დაარღვია. ამას კომისიის წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კირთაძე წამოდგა და თავისი მაგიდიდან ჭიქა აიღო, საიდანაც შემდეგ კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.

თითქმის 20-იანის შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილს განახლებულ სხდომაზე მარცხენა თვალი შეხვეული ჰქონდა.

სხდომის დასასრულს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.