შსს: ბაღდათის სოფელში მეწყრიდან ამოყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი

შსს: ბაღდათის სოფელში მეწყრიდან ამოყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყრიდან გადარჩენილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი და ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ. ფორმულას ინფორმაციით, დაკარგულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.