უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა უახლოეს მომავალში დაიწყება.
"არაფერი არ მოახდენს გავლენას და არ შეცვლის ჩვენს გეგმებს კონტრშეტევასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გამარჯვება, ჩვენი მიზანია უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონტრშეტევა უახლოეს მომავალში დაიწყება. შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს", - თქვა უკრაინის პრემიერმა.
12 აპრილს, შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა 2023 წლის ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში ყოფნის დროს The Hill-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, ამავე დღეს უკრაინის პრემიერი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შმიჰალმა ოსტინს უკრაინისთვის F-15 და F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა.