საეჭვო გარიგება რუსულ კომპანიასთან. რა ფორმით მიიღო საქართველოს ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი რუსულმა საწარმომ, რომელიც ფარცხალაძესთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა, საუბარია რკინიგზის შესყიდვაზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართულ მხარეს ამერიკის მიერ სანქცირებულ კომპანიასთან მოქმედი ხელშეკრულება აქვს. სახელმწიფო შესყიდვებში შუამავალი ქართული კომპანიაა, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ რუსული ქარხნისთვის ფული არ გადაუხდია, ახლა კი საპირისპიროს ამტკიცებს. ოფიციალურ დოკუმენტებში კი, ამ დრომდე, რუსეთში ჩარიცხული მილიონები ასახული არ არის.