უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"მქონდა შესანიშნავი საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მე მას ისტორიული, დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცე", - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, ტრამპთან მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდა.
"აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის", - წერს ზელენსკი.