შაიშმელაშვილი: ეფესბეს წარმომადგენლები სხედან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში

მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეფესბეს წარმომადგენლები სხედან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან ქართულ სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებში.

[წყაროებს] პირადად ჰყავთ ეს ხალხი ნანახი სუს-ის შენობაში. ესენი არიან, ჩემი აზრით, ტექნიკური პერსონალი, რომლებიც მხარს უჭერენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სხვადასხვა საკითხებში - ტექნოლოგიურ, ინფორმაციის, მონაცემთა მოპოვების თუ სხვა საქმეებში

თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ფორმულას ეთერში.