შაჰინი: პოლიტიკა არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა დემოკრატი იქნება პრეზიდენტი თუ რესპუბლიკელი

[აშშ-ის] პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის პრეზიდენტი - დემოკრატი თუ რესპუბლიკელი. არ ველი, რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში - სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაში შეტანილია კანონმდებლობა, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მიმართ, საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას.

განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.