საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.
მანამდე, 23 ოქტომბერს, სებ-მა აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა უფასურდება.