შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს.
დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.