მანქანა მოიპარეს, მძღოლი მოკლეს, გვამი დამარხეს - რა დევს მარაბდაში ჩადენილი დანაშაულის საქმეში? სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, მესამე ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაშია. მოკლულია ტაქსის მძღოლი, მოტივად გამოძიება ავტომობილის წართმევას ასახელებს. სამმა ახალგაზრდა კაცმა ტაქსი თბილისში გააჩერა და მარნეულში წაყვანა სთხოვა, მგზავრებმა მძღოლი მარაბდის ტერიტორიაზე გაგუდეს და მდინარესთან დამარხეს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.