
Batumelebi-ს თანახმად, 18 წლის ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა გუშინ, 6 ივლისს პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.