სარჯველაძე სტატუსზე: ბევრი ეცდება, როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, საკუთარი ავტორობა მიაწეროს

დასამახსოვრებელი გახდა მისი [ზურაბიშვილის] განცხადებები, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა 2022 წელს. იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ფორმალურად ატარებს მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, თითქოსდა კანდიდატის სტატუსის მოპოვების.

ბევრი შეეცდება, ისე როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ავტორობა მიაწეროს ამ სერიოზულ წარმატებას, რომელიც ქვეყანას აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაზიანების გარდა, წვლილი და წარმატების მიზეზი რეალურად, ნამდვილად არ შეუქმნია სალომე ზურაბიშვილს.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.