რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება, პარალელურად მზადდება მიმართვა სტრასბურგისთვის. სარჩელს სამოქალაქო სექტორი ამზადებს, რომელიც აცხადებს, რომ არ დაემორჩილება რუსულ კანონს, არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში. რა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს? -შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. რამდენად რეალურია ამის მიღწევა კლანის პირობებში? სამართლებრივი ბრძოლის კიდევ ერთი გზა ევროპულ სასამართლოზეც გადის, რომელსაც სარჩელით შეჩერების მექანიზმის გამოყენებას სთხოვენ