საფრანგეთი უკრაინას ათეულობით ჯავშანმანქანასა და ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში.
"უახლოეს კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანმანქანითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC. გარდა ამისა, საფრანგეთი ამახვილებს ძალისხმევას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებაზე, რათა დაიცვას თავისი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან.
ეროვნული წვლილის გარდა, საფრანგეთის რესპუბლიკა აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და NATO-ს საქმიანობაში უკრაინის სამხედრო დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადებაში", - ნათქვამია დეკლარაციაში.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.