ისტორიული საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში - რეკორდული აქტივობის ფონზე, პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი კი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და 20 %-იანის მხარდაჭერა აქვს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, როგორ გადანაწილდება 577 საპარლამენტო მანდატი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში.