სამსახურებრივი მოვალეობისას დაშავებულები საქართველოს რკინიგზას უჩივიან

სამსახურებრივი მოვალეობისას დაშავებულები საქართველოს რკინიგზას უჩივიან

თანამშრომლების მიმართ უყურადღებობა და დაუდევრობა - რაში ადანაშაულებენ საქართველოს რკინიგზას. 3 სექტემბერს ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა და რკინიგზის 2 თანამშრომელი დაიღუპა. ირკვევა, რომ გეგმური სამუშაოების შესრულების დროს რკინიგზის კიდევ 2 თანამშრომელი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც დაშავებულები ყვებიან, ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია საქართველოს რკინიგზის მხრიდან, მათი თქმით, არც მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურეს და ახლა არც კუთვნილ ანაზღაურებას აძლევენ. დაზარალებული თანამშრომლები ბრძოლის სამართლებრივად გაგრძელებას აპირებენ.