სამადაშვილი კვლევებზე: ამომრჩეველთა უმრავლესობას არც ოცნება უნდა და არც ენმ

ლელოს აქვს უზარმაზარი პოტენცია გაზრდის. უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის არც ქართული ოცნება უნდა და არც ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება უნდა ხელისუფლებაში. ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია სწორედ ლელოსი, ლელოს პარტიის რეიტინგის გაზრდის და ვხედავთ, რომ აღვირახსნილი თავდასხმის ობიექტია ლელო უკვე მრავალი დღეა.

ასე ეხმაურება ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელ კვლევებს.