რუსეთის დავალება ქართულ ოცნებაზე არის ამ იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასრულება. ეს შეუძლებელს გახდის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსეთის მოთხოვნა და დავალება ქართულ ოცნებაზე არის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რომ კანდიდატის სტატუსი ჩავარდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასრულების საქმეში, იქნება სწორედ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში დამნაშავე.
ამბობს ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას.