სალომე ზურაბიშვილმა TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, პრემიერობის საკუთარი კანდიდატი უკვე ჰყავს, თუმცა ვინაა მისი რჩეული, არ დააკონკრეტა.
"ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მისი შერჩეული კანდიდატი პოლიტიკური წარსულის მქონე არ არის.
"მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.