საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების გარდა, თავად EU-ის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებს, საუბრის შინაარსზე კი დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივაა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრა მას შემდეგ გამართა, რაც დაასრულა ვიზიტი ევროპაში, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტებს შეხვდა.