ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? - ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და სამომავლოდ აგრესიის შეკავების უნარის მქონე ქვეყნად გამოვა, ძლიერი, დინამიური დემოკრატიით. დემოკრატიული ინსტიტუტები ექნება, ასევე, მზარდი ეკონომიკა არა მხოლოდ ტრადიციულ სფეროებში, არამედ მაღალ ტექნოლოგიურ დარგებში, სადაც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ და ამას რუსეთის თავდასხმის ფონზეც კი ახერხებთ. აი, რას ნიშნავს გამარჯვება.
განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლმა, ჯეიკ სალივანმა.