ქალებმა მოშიმშილე ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი მთელ საქართველოში გამართეს. მდუმარედ და ერთადერთი წარწერით: თავისუფლება მზია ამაღლობელს! მედიამენეჯერის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ გამოვიდნენ იმ ქალაქშიც, რომლის პრობლემებზე და არამხოლოდ მზია ამაღლობელის მედიები წლებია წერენ. სწორედ ბათუმი იქნება ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის მომდევნო გაჩერება. დასი ხვალ აჭარაში იქნება. მსახიობებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც რეჟიმმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და სხვა ტყვეების გათავისუფლებაზე უარი თქვა.