საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანახმად, ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელი რაჭისუბანთან იყო. სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე მიწისძვრა მოხდა თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში, სოფელ ლელუბანთან.

სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდა იყო - მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.