საქართველოს უნივერსიტეტმა 200 000 ლარიანი ფონდი შექმნა, რომლითაც იმ საჯარო მოხელეებს დაეხმარებიან, რომლებსაც პროევროპული და ანტირუსული პოზიციის დაფიქსირების გამო სამსახურის დატოვება მოუწევთ.
"გვწამს, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობა საქართველოს დაბრუნებაა ევროპული მომავლის გზაზე.
სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა #გაემიჯნე და გამოყოფს 200,000 ლარიან ფონდს, საიდანაც 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება. საქართველოს უნივერსიტეტი პატრიოტული სულისკვეთების კომპანიებს იწვევს, შესაძლებლობის ფარგლებში, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ თანამშრომლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.