საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა შიმშილობს, საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მზია ამაღლობელს კლინიკაში.
"უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.