საია და ISFED: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკანონოა

საია და ISFED: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკანონოა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რადგან მათივე შეფასებით, ის არ შეესაბამება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოიყენონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის.

"ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. განცხადებული საარჩევნო მიზანი კი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.

ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ მსგავსი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, მონიტორინგის ფარგლებში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს სხვა პირებზე.

ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ მსგავსი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, მონიტორინგის ფარგლებში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს სხვა პირებზე"- ნათქვამია განცხადებაში.

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.