საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ყურძნით დატვირთული ზილის მარკის ავტომობილის მძღოლმა ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
ფორმულას ინფორმაციით, მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.