აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სასამართლომ 3ი თვით საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არც პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა დააკმაყოფილა, არც გირაოს შუამდგომლობა და არც პირადი თავდებობის საკითხი . თავად დაკავებული სადიგოვის თქმით, მას სისხლის სამართლის დანაშაული არასდროს ჩაუდენია და ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა, მოკლან. დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობდა, რომლის შესახებაც ხუთი სიუჟეტი მოამზადა და მისივე თქმით, ეს დევნის რეალური მიზეზია. სადიგოვი სამ აგვისტოს დააკავეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 42-ე დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.