საავტორო უფლებათა ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისებაზე ფინანსურმა გამოძიება დაიწყო

საავტორო უფლებათა ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისებაზე ფინანსურმა გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

საგამოძიებოს ცნობით, ამას საფუძვლად ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადება დაედო.

"საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.