სააგენტო: 24 აგვისტოს ბოლომდე მოსალოდნელია ძლიერი სეტყვა, ქარი, ელჭექი

სააგენტო: 24 აგვისტოს ბოლომდე მოსალოდნელია ძლიერი სეტყვა, ქარი, ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს ბოლომდე საქართველოს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხოლო ჭარბმა ნალექმა შესაძლებელია გამოწივიოს მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები.

"23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში - ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - წერია განცხადებაში.