
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი რომელიც თანამდებობიდან პუტინმა დღეს დილით გაათავისუფლა, რუსული მედია Izvestia-ს ცნობით, გარდაცვლილი იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, ცხედარი, ოდინცოვოს საქალაქო რაიონში, მის სახლში აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ვერსიით, სტაროვოიტმა თავი მოიკლა.
მინისტრობამდე იგი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.