რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენთან ექიმების, რეზიდენტებისა და ექთნების აქცია გაიმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენთან ექიმების, რეზიდენტებისა და ექთნების აქცია გაიმართება

რუსული კანონის გასაპროტესტებლად დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან ექიმები, ექთნები და რეზიდენტები შეიკრიბებიან. თეთრხალათიანების აქციას რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

მათი აქცია სტუდენტების მიერ არის ორგანიზებული და ექსპო ჯორჯიასთან 17:00 საათზე დაიწყება, საიდანაც ისინი მსვლელობით გაივლიან წერეთლის გამზირს და მივლენ პარლამენტთან.

"ვიკრიბებით ყველა თეთრხალათიანი და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს,რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.