რუსული ძალები ხერსონის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

რუსული ძალები ხერსონის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

რუსული ძალების ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავს დრონებით თავს დაესხნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"თავდასხმა დაახლოებით 10:20 საათზე ქალაქ ბერისლავში მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება უტარდება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.