რუსთავში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაშავებული 3 წლისაა

თვითმხილველის თქმით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

"უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი მოდიოდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, ავიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.